ბილაინის მომხმარებლებს შესაძლებლობა აქვთ ისწავლონ უცხო ენა ნახევარ წელიწადში მხოლოდ 50 ლარად

A
A A A
დაბრუნება საიტის საწყის ფორმატზე

მედიაცენტრი

ბილაინის მომხმარებლებს შესაძლებლობა აქვთ ისწავლონ უცხო ენა ნახევარ წელიწადში მხოლოდ 50 ლარად

საერთაშორისო ჯგუფი „ვიონი“-ს წევრი, ბილაინი მის მომხმარებლებს შესაძლებლობას  აძლევს უცხო ენების შესწავლის საერთაშორისო პლატფორმა Busuu-ს პრემიუმ პაკეტი შეიძინონ განსაკუთრებულ ფასად. მხოლოდ ბილაინის აბონენტებს შეუძლიათ მიიღონ 6 თვიანი წვდომა პრემიუმ პაკეტზე ჯამში 50₾ -ად, ნაცვლად 250₾ -ისა. Busuu-ს მეშვეობით, მომხმარებლებს შესაძლებლობა აქვთ 12 ენიდან ნებისმიერი, კომპლექსური მეთოდის გამოყენებით ისწავლონ.

 

პრემიუმ პაკეტზე წვდომისთვის: 

  • მომხმარებელი გადადის ბმულზე გადის ვერიფიკაციას მობილურის ნომრით, რის შემდეგაც SMS-ის მეშვეობით იღებს პრომო კოდს;
  • შემდეგ, გადის რეგისტრაციასBusuu-ს ვებგვერდზე და ანგარიშის მენიუში, ველში „Redeem a voucher” შეყავს მიღებული კოდი;
  • მომხმარებელს უაქტიურდება პრემიუმ პაკეტი 6 თვით;
  • მომსახურების აქტივაციის რაოდენობა ბილაინის აბონენტებისთვის შეუზღუდავია.

 

Busuu უცხო ენების შესწავლის  პოპულარული და ფართოდ გავრცელებული საერთაშორისო პლატფორმაა, რომელიც ხელმისაწვდომია ვებგვედის, ასევე iOS და ანდროიდის აპლიკაციების მეშვეობით და უნიკალურ შესაძლებლობას აძლევს მომხმარებელს ისწავლოს უცხო ენა იმ ადამიანთან ურთიერთობით, ვინც მოცემულ ენას ბუნებრივად ფლობს. Busuu-ზე ხელმისაწვომია მსოფლიოში ფართოდ გავრცელებული 12 ენა, მათ შორის: ინგლისური, ესპანური, ფრანგული, გერმანული, იტალიური, ჩინური, თურქული და სხვა. პლატფორმა სადღეისოდ 100 მილიონ მომხმარებელს ითვლის.

 

Busuu-სთან თანამშრომლობა ბილაინის ციფრული მიმართულების სტრატეგიის ნაწილია, რომლის მიზანიცაა მომხმარებელს წვდომა მისცეს მსოფლიოში წამყვან საგანმანათლებლო, გასართობ თუ სპორტულ პლატფორმებზე.