ბილაინის მხარდაჭერით ჰაკათონი ჩატარდა

A
A A A
დაბრუნება საიტის საწყის ფორმატზე

მედიაცენტრი

ბილაინის მხარდაჭერით ჰაკათონი ჩატარდა

საერთაშორისო ჯგუფ „ვიონი“-ს წევრის, ბილაინის მხარდაჭერით, თავისუფალ უნივერსიტეტში, კახა ბენდუქიძის კამპუსში ჰაკათონი სახელწოდებით „სულ  სხვა ჰაკათონი“ ჩატარდა.

 

 „სულ სხვა ჰაკათონის“ ორგანიზატორი ახალგაზრდული გაერთიანება EUhack-ია, რომელიც ხელმძღვანელობს ტექნოლოგიებთან დაკავშირებულ პროექტებს და ორიენტირებულია ახალგაზრდების განვითარების ხელშეწყობაზე. მარათონში ტრადიციულად მონაწილეობა მიიღეს ახალგზრდა ინჟინრებმა, პროგრამირების სპეციალისტებმა, დეველოპერებმა და დიზაინერებმა, რომლებიც  გაერთიანდნენ ერთი იდეის გარშემო - შექმნან ინოვაციური პროდუქტი ან განავითარონ უკვე არსებული.

 

„სულ სხვა ჰაკათონი“ განსხვავებული ფორმატით ჩატარდა და ნაცვლად 48 საათისა,  დაახლოებით 27 საათი გაგრძელდა. ამ დროის განმავლობაში მონაწილეებმა შეიმუშავეს იდეა, მისი განხორციელების გზა და ჟიურის წინაშე წარადგინეს. ფინალში გადასულ მონაწილე გუნდებს უკვე დაევალათ საკუთარი იდეების განხორციელება, პროტოტიპების შექმნა და პრეზენტაციის სახით წარმოდგენა. ჰაკათონის პირველი ეტაპი 29-30 ივნისს გაიმართა და მასში 180-მდე მონაწილე იყო ჩართული. გამოვლენილი 11 ფინალისტი კი 14 ივლისს წარსდგა ჟიურის წინაშე და 3 საპრიზო ადგილი გაინაწილა:

 

  • პირველი ადგილი მოიპოვა გუნდმა Wave Tech ხელთათმანის შექმნისთვის, რომლის მეშვეობითაც უსინათლო ადამიანს დამოუკიდებლად შეუძლია აკრიფოს შეტყობინება და გააგზავნოს;
  • მეორე ადგილზე გავიდა გუნდი Cash Flowრომელმაც შექმნა აპლიკაცია და ვებგვერდი საქართველოში ტურისტების რაოდენობის გაზრდისა და მათთვის ინოვაციური მომსახურებების შეთავაზებისთვის;
  • მესამე საპრიზო ადგილი კი დაიკავა გუნდმა კოკო - აპლიკაცია, რომელიც ონლაინ კონსულტაციას სთავაზობს მცენარეების დარგვისა და მოვლის მსურველებს.