ბილაინი მომხმარებელს განსაკუთრებულ ფასს სთავაზობს

A
A A A
დაბრუნება საიტის საწყის ფორმატზე

ბილაინი მომხმარებელს განსაკუთრებულ ფასს სთავაზობს

თბილისი, 15 მარტი, 2019 – მობილური ოპერატორი „ვიონი საქართველო“ (ბრენდი ბილაინი), საერთაშორისო ჯგუფის „ვიონი“ წევრი, ბაზარზე შემოსვლიდან 12 წლის აღსანიშნავად მომხმარებელს სთავაზობს განსაკუთრებულ ფასს სმარტფონებზე და მობილურ ინტერნეტს საჩუქრად. შეთავაზება ძალაშია 2019 წლის 24 მარტის ჩათვლით და მოიცავს:

 

  • ნებისმიერი ბრენდის სმარტფონის (გარდა Apple -ისა) შეძენისას ყოველთვიურად 12 გბ ბილაინის მობილურ ინტერნეტს საჩუქრად, 3 თვის განმავლობაში
  • ფასდაკლებას Apple -ის სმარტფონებზე და 64 გბ ბილაინის მობილურ ინტერენტს საჩუქრად ყოველთვე
  • სპეციალურ ფასს Huawei Y სერიის სმარტფონებზე და ყოველთივურად 12 გბ ბილაინის მობილურ ინტერნეტს საჩუქრად, 3 თვის განმავლობაში.

               

მხოლოდ 15 მარტს ბილაინის  აბონენტები ასევე ისარგებლებენ  სპეციალური ფასებით ინტერნეტ და ხმოვან პაკეტებზე, მათ შორის: 1 გბ 1 ₾, 3 გბ 3 ₾, 12 გბ 12 ₾, 20 გბ 15 ₾, 300  წუთი ყველა ადგილობრივ ქსელთან 3 ₾, ულიმიტო ზარები ყველა ადგილობრივ ქსელთან 12 ₾, ულიმიტო ერთთვიანი სმს 2 ₾,  ტარიფი „ლურჯი“ 6 ₾, „ფრივოლუშენი“-ს ტარიფი „ულიმიტო“ 15 ₾.

ბილაინი სმარტფონის მწარმოებელი მსოფლიოში ცნობილი ბრენდების ოფიციალური პარტნიორია, მათ შორისაა: Apple, Huawei, Alcatel, Meizu, Xiaomi. სპეციალური შეთაზებით სარგებლობისთივს, მომხმარებელს შეუძლია ეწვიოს ბილაინის 36 მაღაზიას  საქართველოს მასშტაბით.

ისარგებლე ჩვენი აპლიკაციით
და აღმოაჩინე სპეციალური შეთავაზებები
MyCellfie აპლიკაციის გადმოწერა