აბონენტებს საბანკო ბარათით ბალანსის შევსება შეუძლიათ

მედიაცენტრი

აბონენტებს საბანკო ბარათით ბალანსის შევსება შეუძლიათ

ხსენებული მომსახურება აბონენტს საშუალებას აძლევს საბანკო ბარათით ავტომატურად შეივსოს მობილურის ბალანსი, როდესაც ის აღწევს მომხმარებლის მიერ მითითებულ მინიმალურ ნიშნულს. ავტომატური გადახდის გამოყენება ასევე შესაძლებელია: ტარიფისა და პაკეტის გაგრძელებისთვის, ბილაინკრედიტის და განვადების დასაფარად.

 

MyBeeline აპლიკაციისა და ბილაინის ვებგვერდის მეშვეობით, ბილაინის აბონენტი იღებს სრულფასოვან თვითმომსახურებას, მათ შორის შეუძლია: ჩარიცხოს თანხა, ჩართოს მომსახურებები და ტარიფები, შეამოწმოს ბალანსი და მომსახურების სტატუსი, დეტალურად იხილოს ხარჯები და სხვა. კომპანია მუდმივად ავითარებს ციფრულ მიმართულებას და ბილაინის აბონენტებს სთავაზობს თანამედროვე პროდუქტებს, რომლებიც მაქსიმალურად უმარტივებენ და ხელმისაწვდომს ხდიან მომსახურების მიღებას.

 

დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ: www.beeline.ge

""