არასასურველი ვებგვერდების ბლოკირება
ინტერნეტში არსებობს ძალიან ბევრი რესურსი, რაც არ არის გათვლილი ბავშვებზე ან მოზარდებზე.
ბილაინის მომხმარებელს შეუძლია ისარგებლოს მომსახურებით, რომლის ფუნქციონალში შედის ბავშვისთვის/მოზარდისთვის შეუფერებელი ვებვერდების ბლოკირება.
მომსახურების გააქტიურება უფასოა. ამისთვის, ნომრის იურიდიული მფლობელი საჭიროა ესტუმროს ბილაინის მაღაზიას პირადობის დამადასტურებელი მოწმობით.
ვებგვერდების შეზღუდვა შესაძლებელია შემდეგი კატეგორიების მიხედვით:
- 7 წლამდე შეუფერებელი
- 12 წლამდე შეუფერებელი
- 15 წლამდე შეუფერებელი
- 18 წლამდე შეუფერებელი
ასაკობრივი კატეგორიების მიხედვით ინტერნეტრესურსების სიას ადგენს საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია და განთავსებულია მათ ვებგვერდზე.