Beeline-ის აბონენტებს Playwing-ის სერვისით სარგებლობა შეეძლებათ

Beeline-ის აბონენტებს Playwing-ის სერვისით სარგებლობა შეეძლებათ

Beeline იწყებს პარტნიორობას საერთაშორისო მობილური თამაშების დეველოპერ/გამომცემლობასთან Playwing, რომელიც 2017 წელს, Ubisoft-ის დამფუძნებლების მიერ დაარსდა.

Playwing წარმოადგენს მობილური თამაშების პორტალს, სადაც განთავსებულია სხვადასხვა სტილისა და ჟანრის ტოპ თამაშები, რომლებიც თავისუფალია სარეკლამო განთავსებებისა და აპლიკაციის შიდა შესყიდვებისგან, შესაბამისად მომხმარებელს საუკეთესო სათამაშო გამოცდილებით შეუძლია ისიამოვნოს.

პარტნიორობის ფარგლებში, Beeline-ის მომხმარებელებს შეუძლიათ გამოიწერონ Playwing-ის სერვისი, 1₾/ დღეში. ამისთვის:

 

  • ეწვიე Playwing-ის პორტალის ბმულს, ყურადღებით წაიკითხე პირობები და გამოწერის სურვილის შემთხვევაში დააჭირე შესაბამის ღილაკს;
  • შენ გაგიაქტიურდება Playwing-ის სერვისი 1₾/ დღეში და შეძლებ პორტალზე წვდომას;
  • პორტალზე განთავსებულია 250-ზე მეტი თამაში განკუთვნილი Android პლატფორმისთვის, გამოწერის შემდეგ შენ შეგეძლება პლატფორმიდან დღეში 2 თამაშის გადმოწერა;
  • გამოწერის გაუქმებისთვის, გადადი შენი ანგარიშის ბმულზე, რომელიც მიიღე SMS-ით და დააჭირე სერვისის გაუქმების ღილაკს.